ა ნ გ ა რ ი შ ი
2014წლის 22
თებერვალი
1.
კონფერენცია
· კონფერენციის
დასახელება/სტატუსი: მასწავლებელთა საწავლო–მეთოდური კონფერენცია–საინფორმაციო
ტექნოლოგიები–სწავლება/სწავლის ხარისხის ამაღლებისათვის/ მომხსენებელი
· კონფერენციის ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი/ევროპული სკოლა
·
კონფერენციის
ჩატარების ადგილი: თბილისის
ევროპული სკოლა
·
კონფერენციის ხანგრძივობა: ერთი დღე
2.
მიზანი და ამოცანები
· მიზანი: მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, სასწავლო პროცესში ინფორმაციული
ტექნოლოგიების ეფექტიანი გამოყენების შესახებ გამოცდილების გაზიარება.
· ამოცანები: კონფერენციის
შედეგად მიღებული
ინფორმაციის
საშუალებით საგაკვეთილო პროცესის უკეთ წარმართვაში და სწავლა/სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში მასწავლებლების დახმარება და კვალიფიკაციის ამაღლება.
3.
რეზიუმე
აღნიშნული
კონფერენციის შესახებ ინფორმაცია გავიგე სოციალური ქსელში მასწავლებლის სახლის
გვერდზე გაკეთებული განცხადების საშუალებით მას შემდეგ, რაც მასწავლებელთა პირველი
ეროვნული კონფერენციიდან ახალი ჩამოსული ვიყავი და ჩემი მეგობარი კოლეგებისთვისაც
გავავრცელე ინფორმაცია Facebook-ის ქსელის საშუალებით.
რადგან
კონფერენციის დასახელება იყო საინფორმაციო ტექნოლოგიები–სწავლება/სწავლის ხარისხის
ამაღლებისათვის და ჩემს მიერ ერთ–ერთ მე–10 კლასში განხორციელებული მეთოდი–Facebook–ის ჯგუფის საშუალებით მოსწავლეთა მაქსიმალურ
ჩართვა სასწავლო პროცესში, პირდაპირ ესადაგებოდა კონფერენციის მოთხოვნებს, დავწერე მოხსენება და
შესაბამისი პრეზენტაცია და გავგზავნე მითითებულ მისამართზე. საბედნიეროდ ჩემი თემა
შეირჩა და მიმიწვიეს აღნიშნულ კონფერენციაზე.
პირველ რიგში აღმაფრთოვანა თვითონ ევროპულმა სკოლამ,
სადაც მოსწავლეებმა მეგზურობა გაგვიწიეს და სკოლის ინფრასტრუქტურა დაგვათვალიერებინეს.
კონფერენცია გახსნა ევროპული სკოლის დირექტორმა,
ქალბატონმა ნანა მოსიძემ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის
დირექტორმა, ბატონმა გია მამულაშვილმა, რომლებმაც ზოგადად ისაუბრეს კონფერენციების
მნიშვნელობაზე და დიდი მადლობა გადაგვიხადეს მასწავლებლებს, კონფერენციაში მონაწილეობისთვის
გამოჩენილი ინიციატივისათვის.
შემდეგ მუშაობა გაგრძელდა სექციურად.
საბუნებისმეტყველო სექციაზე
მუშაობას უძღვებოდნენ ბუციკო ჩხარტიშვილი (ევროპული სკოლის საბუნებისმეტყველო კათედრის
გამგე) და ავთანდილ შურღაია (მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების
კონსულტატი).
ჩემი პრეზენტაცია
რიგით პირველი იყო. კოლეგებს გავაცანი ჩემს მიერ განხორციელებული მეთოდი–Facebook–ის ჯგუფის საშუალებით მოსწავლეთა მაქსიმალურ
ჩართვა სასწავლო პროცესში. პრეზენტაცია გამდიდრებული მქონდა ჯგუფში მუშაობის დამადასტურებელი
ფოტო მასალითა და ჩემს მიერ ჯგუფში განხორციელებული აქტივობების ფართო სპექტრით. კოლეგებმა
ბოლოს დამისვეს კითხვები და ჩემგან მიიღეს დამაჯერებელი პასუხები. ქალბატონმა ბუციკომ
ჩემს მიერ განხორციელებული მეთოდი შეადარა ევროპულ ქვეყნებში მოქმედ დისტანციური სწავლების
მეთოდს და დადებითად შეაფასა.
მოვისმინე მრავალი საინტერესო და მნიშვნელოვანი პრეზენტაცია.
მიუხედავად იმისა, რომ კონფერენციის მთავარი თემა
ინფორმაციული ტექნოლოგიები იყო, არც ერთი პრეზენტაცია არ ჰგავდა ერთმანეთს, ყველა მათგანში
ისტ–ი გამოყენებული იყო მრავალფეროვნად და ინდივიდუალური ხედვით.
ერთამნეთს ენაცვლებოდა პროექტები, ინტეგრირებული
გაკვეთილები, ექსპერიმენტები და კვლევები.
ყველა მათგანში ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიები გამოყენებული იყო მასწავლებლის
მხრიდანაც და მოსწავლის მიერაც სხვადასხვა სახის რესურსების–პრეზენტაციის, კვლევის
დიაგრამების, ელექტრონული თამაშების და მრავალი სხვა საინტერესო მასალის შესაქმნელად,
რომელთა მრავალფეროვნებაც მოსწავლეთათვის მოტივაციისა და ინტერესის აღძვრის საუკეთესო
საშუალებაა.
ყველა
მომხსენებლის გამოსვლას და პრეზენტაციას სექციის ხელმძღვანელი, ქალბატონი ბუციკო ჩხარტიშვილი
პასუხობდა მიზანმიმართული და მეთოდოლოგიურად დასაბუთებული უკუკავშირებით, რომელშიც
ასახული იყო დადებითი მხარეებიც და მცირე ნაკლოვანებებიც. ვფიქრობ, პოზიტიური განწყობის გამოხატვაც და მისი მხრიდან
,,კრიტიკული მეგობრის“ როლის შესრულებაც საჭირო და აუცილებელი იყო, რადგან ასეთი ტიპის
შეხვედრები სწორედ პირველ რიგში მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას ემსახურება.
4.
კონფერენციის მნიშვნელოვნების დასაბუთება
კონფერენცია მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო
მრავალი მიზეზის გამო. გარდა იმისა, რომ გავიცანი ძალიან ბევრი არაჩვეულებრივი და პროფესიონალი
მასწავლებელი, შევხვდი მასწავლებელთა პირველ ეროვნულ კონფერენციაზე დამეგობრებულ კოლეგებს.
გავეცანი მათ საუკეთესო პედაგოგიურ პრაქტიკას და გავხდი კიდევ უფრო უფრო მეტად მოტივირებული,
რომ საინტერესო ელექტრონული რესურსები შევქმნა და მოსწავლეებსაც შევაქმნევინო პროექტების,
ინტეგრირებული გაკვეთილების თუ სხვა აქტივობების დროს. კოლეგებსაც გავუზიარო ჩემი გამოცდილება ასეთი სახის
კონფერენციებზე.
მე პირადად ყოველთვის ვცდილობ ინფორმაციული საკომუნიკაციო
ტექნოლოგიებით გავამდიდრო ჩემი პედაგოგიური მუშაობა, თუმცა კონფერენციაზე გავიგე უამრავი საინტერესო ტექნოლოგიური პროგრამების
შესახებ, რომლებიც არ ვიცოდი და კონფერენციამ მომცა საშუალება, რომ ეს პროგრამები გამეცნო,
რათა აქტიურად გამომეყენებინა საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაში. ასეთია მაგ., ნინო კოკილაშვილის (ფიზიკი მასწავლებელის/ისტ–ის
ტრენერი) პრეზენტაციიდან გავიგე LearningApps.org - სახალისო სავარჯიშოების შექმნის პროგრამის შესახებ,
რომელიც კარგად შემიძლია გამოვიყენო ჩემს სოციალური ქსელის ჯგუფშიც და სხვა
შემთხვევაშიც მოსწავლეთა შემოწმების მიზნით. ამავე დროს ეს სახალისო სავარჯიშოები იმის საშუალებასაც მისცემს
მათ, რომ დაშვებული შეცდომები დაადგინონ და უკეთ ისწავლონ აღნიშნული მასალა.
კოლეგებთან გავცვალეთ საკონტაქტო მონაცემები სასწავლო
რესურსების ურთიერთგაზიარების მიზნით და ვიმედოვნებ, რომ სოციალური ქსელითაც აქტიური
იქნება ჩვენი თანამშრომლობა.
კონფერენციის
შედეგად მიღებული
ინფორმაცია
დამეხმარება საგაკვეთილო პროცესის უკეთ წარმართვაში, სწავლა/სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში და ახალი სასწავლო ელექტრონული რესურსების შექმნაში,
რაც ჩემი მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო იქნება.
კონფერენციიდან
მიღებული გამოცდილება უმნიშვნელოვანესი მომენტია ჩემი პროფესიული ზრდისა და განვითარებისთვის.
ემოცია იმდენად დიდი იყო, რომ ყოველთვის ვეცდები მსგავსი დღეების განცდის უფლება მოვიპოვო,
ამავე დროს ყოველთვის დიდი სიამოვნებით გავუზიარებ კონფერენციაზე მიღებულ და საკუთარ გამოცდილებას ჩემს კოლეგებს ჩემს სკოლაში.
ხელმოწერა: სსიპ ქ. ახალციხის №5 საჯარო
სკოლის ფიზიკის მასწავლებელი
მაია თათეშვილი
თარიღი: 23.
02. 2014 წელი